საგარეჯოში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გუშინ გვიან ღამით ქორწილში მოხდა. ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს