თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში ბირმინგემში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატზე 41 ქვეყნიდან 350-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, მარიამ რაგიმოვამ, თეონა ჯანჯღავამ.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ ეს ძალზე მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც მოპოვებულია მსოფლიოს უძლიერეს მხტომელებთან პაექრობაში.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ჩინეთისა და საფრანგეთის გუნდების შემდეგ.