ზახაროვა: მოსკოვი შოკირებულია ისრაელის ელჩის განცხადებით

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვი შოკირებულია ისრაელის ელჩის განცხადებით, რომ ღაზის სექტორიდან რუსეთის მოქალაქეების საევაკუაციო სიაზე შეთანხმებას შესაძლოა ორი კვირა დასჭირდეს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს დაუშვებელი ლოგიკაა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვს არ ესმის, რატომ არ ხერხდება რუსების ევაკუაციის პროცესის განბლოკვა, მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, რომელმაც შესაბამისი სიები უკვე გადასცა „ყველას, ვისაც ამჟამად რეგიონში ევაკუაციის საკითხი ეხება“.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზად არის რუსეთის მოქალაქეებისა და თანამემამულეების ევაკუაციისთვის, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს რეგიონის დატოვების მიზნით“, − აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე რადიკალური მოძრაობა ჰამასის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა ბასემ ნაიმიმ „რია ნოვოსტის“ განუცხადა,რომ ჰამასიხელს არ უშლის რუსული პასპორტების მქონეებს ღაზის სექტორის დატოვებაში, და რომ საევაკუაციო სიებს ისრაელი და აშშ ადგენენ.