მსოფლიო დღეს

WSJ: ეგვიპტეს ჰამასი სჭირდება და მის ლიკვიდაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ სისიმ უარი თქვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ უილიამ ბერნსის წინადადებაზე, რომელიც ჰამასთან ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებას შეეხებოდა, წერს Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ბერნსმა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას ეგვიპტის პრეზიდენტთან და ქვეყნის დაზვერვის შეფ აბას ქამელთან ერთად განიხილა იდეა, რომლის თანახმად, ჰამასის დამარცხების შემდეგ,ღაზის სექტორის უსაფრთხოება ეგვიპტემ უნდა უზრუნველყოს მანამ, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია ამ ფუნქციის თავზე აღებას შეძლებს,
„ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა არანაირ როლს არ შეასრულებს ჰამასის ლიკვიდაციაში, ვინაიდან მას ეს გასამხედროებული დაჯგუფება ღაზის სექტორთან საზღვარზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სჭირდება“, − წერს გამოცემა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, CIA-მ ბერნსის მოგზაურობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მანამდე ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ CIA-ს დირექტორთან შეხვედრისას აბდულ ფატაჰ სისიმ ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე იმსჯელა.
წყარო: Wall Street Journal