მსოფლიო დღეს

ბელგიის ვიცე-პრემიერი ისრაელისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ბელგიის ვიცე-პრემიერი პეტრა დე სუტერი მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, სანქციები დაუწესოს ისრაელს და გამოიძიოს საავადმყოფოებისა და ლტოლვილთა ბანაკების დაბომბვა ღაზის სექტორში.
ამის შესახებ მან გაზეთ Nieuwsblad-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დადგა დრო, დაუწესდეს ისრაელს სანქციები. ბომბების ეს წვიმა არაადამიანურია. აშაკრაა, რომ ისრაელს არ აღელვებს საერტაშორისო მოლთხოვნები ცეცხლის შეწყვეტაზე“, − აღნიშნა დე სუტერმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ისრაელთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებასისახავს მიზნად.
გარდა ამისა, ბელგიელ მაღალჩინოსან პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა აკრძალოს პროდუქციის იმპორტი ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებიდან და ასევე შეზღუდოს ევროკავშირში აგრესიული ჩასახლებულების − პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცების შესვლა, რომლებსაც ომის დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ამავე დროს, მისი თქმით, ბელგიამ უნდა შეამციროს ფულის ნაკადების მოძრაობა ტერორისტული ორგანიზაციაჰამასისკენ − სანქციები დაუწესოს „იმ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც ფულით ამარაგებენ ჰამასს“.
ბელგიის ვიცცე-პრემიერი შიშობს, რომ თუ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მომავალში ძალადობა კვლავ გამეორდება - „სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პალესტინას [დამოუკიდებელ სახელმწიფოდ] აღიარებს“.
წყარო: Nieuwsblad