მარტივი და უტყუარი: ფარისებრი ჯირკვლის შემოწმების ძველებური მეთოდი

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები ეტაპობრივად იჩენს თავს, ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, აცხადებენ ექიმები.
ფარისებრი ჯირკვალი − ეს ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში ენერგიასა და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. სწორედ მის ფუნქციაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზრდა და ქსოვილების დიფერენცირება.
ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოებაზე, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურასა და პულსის სიხშირეს. მისი მუშაობის დარღვევის შემთხვევაში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ღვიძლთან, ნაწლავებთან, თირკმელებთან, გულსა თუ ტვინთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს გავლენას მოახდენს რეპროდუქციულ სისტემაზეც.
იმისათვის, რომ შეამოწმოთ, წესრიგში გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვალი, ერთ ძველ მეთოდს გასწავლით, რომელზეც ამბობენ, რომ კარგად გამოცდილია და უტყუარი.

თერმომეტრის მეთოდი

ამბობენ, რომ თერმომეტრის მეთოდი ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად გამართულად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.
ეს პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3-4 დღე, რათა მონაცემების გაანალიზებისას ზუსტი საშუალო არითმეტიკული გამოიყვანოთ.

შედეგების ანალიზი

თუ ბაზალური ტემპერატურა 36.5-დან 36.8-მდე მერყეობს – თქვენი ფარისებრი ჯირკვალი სრულ წესიგშია.
თუ ტემპერატურა 36.5 გრადუსზე დაბალია, ესე იგი, თქვენი ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა დაქვეითებულია. ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს: სიფერმკრთალით, თმების ცვენით, თვალების შეშუპებითა და ფეხების დასივებით.
თუ ტემპერატურა 36.8 გრადუსზე მაღალია − ესე იგი, ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა მაღალია. ეს გამოიხატება: გუნების მკვეთრი ცვალებადობით, წონის უმიზეზო კლებითა და გამუდმებული დაღლილობით.
გაითვალისწინეთ: თუ ამ მეთოდის გამოყენებით დაადგენთ, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა ან დაქვეითებულია და ან გაზრდილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!