თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. სუდანელმა მეცნიერებმა დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე აღმოაჩინეს ტატუ, რომელშიც იესო ქრისტეს სახელია მოხსენიებული, იუწყება live Science.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეშტი შუა საუკუნეების მონასტრის მახლობლად მდებარე სამარხში იპოვეს, რომელიც 1300 წლისაა.
ტატუ ნეშტის მარჯვენა ფეხზეა დატანილი, რომელიც, დიდი ალბათობით, მამაკაცია და რომელიც სიკვდილის მომენტში, სავარაუდოდ 35-დან 50 წლამდე იყო.
ნეშტზე მოხატულია ბერძნული ასოები: χ (ქსი), ρ (რო), α (ალფა) და Ω (ომეგა).
სწავლულთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატუ გარდაცვლილის ქრისტიანობაზე მეტყველებს, გაურკვეველია, იყო თუ არა ის ბერი. რადიოკარბონული ანალიზით დადგინდა, რომ ის სადღაც 667 და 774 წლებს შორის ცხოვრობდა, როდესაც რეგიონში მთავარი რელიგია ქრისტიანობა იყო.
აღსანიშნავია, რომ ნეშტი 2016 წელს ჩატარებული გათხრებისას იპოვეს, მაგრამ ტატუ მასზე მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს სრულსპექტრული ფოტოგრაფირების წყალობით.