მსოფლიო დღეს

რუსები ღაზიდან ევაკუირებულთა სიებში ვერ ხვდებიან: ჰამასის განმარტება

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა ჰამასი ხელს არ უშლის უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის რუსული პასპორტების მქონეებს, ღაზის სექტორის დატოვებაში, უბრალოდ ეგვიპტეში გასვლის კანდიდატების სიას ისრაელი და აშშ ადგენენ, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჰამასის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა ბასემ ნაიმიმ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ებრაელები და ამერიკელები სიებს შეადგენენ, ეს ჩამონათვალი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგზავნება ოფიციალურ ვებსაიტზე გამოსაქვეყნებლად.
„ჩვენ ვერც ამ პროცესში ვთამაშობთ ვერავითარ როლს და არც იმის უფლებამოსილება გვაქვს, რომ იმათი სია ჩამოვაყალიბოთ, ვისაც ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლის ნებართვა ეძლევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს არ ვუშლით მათ, ვისაც ამის გაკეთება — ღაზის სექტორის დატოვება სურს“, — განუმარტა „რია ნოვოსტის“ ჰამასის წარმომადგენელმა.
მანამდე, სამშაბათს, დიპლომატიურმა წყარომ რუსულ სააგენტოს აცნობა, რომ ღაზიდან რუსეთისა და დსთ-ის მოქალაქეების ევაკუაციის დასაწყებად ყველაფერი მზად არის, მაგრამ არ არსებობს ისრაელის თანხმობა. ოთხშაბათს ევაკუირებული მოქალაქეების სიაში რუსები კვლავ არ მოხვდნენ.