თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ნატოს ქვეყნები თავიანთი გავლენის ზონის გაფართოებას ცდილობენ, თუმცა რუსეთი მშვიდად რეაგირებს ამაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ალიანსი საკუთარი დოქტრინული დოკუმენტების დარღვევით ცდილობს, გასცდეს თავისი საქმიანობის გეოგრაფიულ საზღვრებს.
„ყველა ვხედავთ ამას. და ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, ჩინეთთან ერთად, ამაზე მშვიდად, აწონილ-დაწონილად ვრეაგირებთ“, — აღნიშნა პუტინმა ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად „ითრევს“ ალიანსის ქვეყნებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბული სიტუაციის შექმნაში და იქ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბებას ცდილობს — „უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ანგარებიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“.