მსოფლიო დღეს

ევროკომისიის პრეზიდენტი: არ ღირს 2030 წელზე ორიენტირება

ბევრი რთული რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ტრაექტორია ცალსახაა და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. არ ღირს 2030 წელზე, როგორც ევროკავშირის გაფართოების თარიღზე ორიენტირება, რადგანაც ეს პროცესი, პირველ რიგში დაფუძნებულია დამსახურებებზე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოვა სწრაფ პროგრესს მიაღწევს ევროკავშირის გზაზე. მისი ძალისხმევა შთამბეჭდავია. თუმცა, რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც ძირითადად დამსახურებაზეა დაფუძნებული, არ ღირს ყურადღების გავამახვილება 2030 წელზე. ვიღაცას ეს შეიძლება გამოუვიდეს უფრო სწრაფად ან უფრო ნელა“, - განაცხადა ლაიენმა კითხვაზე პასუხისას შეძლებს თუ არა მოლდოვა შეასრულოს ყველა პირობა 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ფორმალურ გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ბრიუსელში 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა მოქმედმა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოს უზრუნველყოფა უნდა მოხდეს უკრაინისა და მოლდოვას მიერ რიგი პირობების შესრულების პირობებში. უკრაინისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება და ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეფორმის გატარება, მოლდოვასთვის კი - სასამართლო რეფორმის გაგრძელება, კორუფციისა და „დეოლიგარქიზაციის" წინააღმდეგ ბრძოლა.
კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს ქვეყნების ევროკავშირში აუცილებელ გაწევრიანებას.
თურქეთს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს 1999 წლიდან, ჩრდილოეთ მაკედონიას - 2005 წლიდან, სერბეთს - 2012 წლიდან, ალბანეთს - 2014 წლიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია – 2013 წელს. პროცესს 10 წელი დასჭირდა.