თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მარუაშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილის, გოგოლის, სურამის, ნინოშვილის და ფოცხვერაშილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წინანდლის, კასპის, ივერიელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორის, ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ქერჩის, ხიზანიშვილის, ბელქანიას, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.