თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბაკურიანში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის მესამე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,9%-ით დაეცა, ხოლო გუდაურში - 14,8%-ით, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კომპანიის მონაცემებით, ბაკურიანში 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიყიდა 233 ბინა, ხოლო გუდაურში - 98.
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბაკურიანში ბინების გაყიდვების მოცულობა 11,5%-ით გაიზარდა, ხოლო გუდაურში - 30,7%-ით.
G&T-ის ინფორმაციით, გაყიდვების ყველაზე მაღალი წილი ბაკურიანში მოდის პატარა და საშუალო ფართობის (26-80 კვ.მ) ბინებზე. ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 800-1200 დოლარია.
რაც შეეხება გუდაურს, აქ დიდი მოთხოვნაა პატარა ფართის ბინებზე (26-50 კვ.მ.). ერთი კვადრატული მეტრი ფასი 1,2-1,8 ათას დოლარს შეადგენს.
ბაკურიანში 2023 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების მოცულობა წლიური დაანგარიშებით 32,2%-ით შემცირდა და 10,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო გუდაურში - 6,6%-ით და 4,8 მლნ დოლარი შეადგინა.