მსოფლიო დღეს

ლავროვი: დასავლეთი ახლო აღმოსავლეთს დიდი ომისკენ უბიძგებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთის ასეთი ქმედებები იწვევს „ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ზრდას“.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. კოლექტიური დასავლეთი დგამს ნაბიჯებს ახლო აღმოსავლეთის დიდი ომის ზღვარზე მიყვანისკენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საგანმანათლებლო მარათონზე Знание. Первые სიტყვით გამოსვლისას.
საომარი მოქმედებები ისრაელსა და პალესტინის ისლამურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყო ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო შეტევით. „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სამხედრო ოპერაციებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე არ შეწყვეტენ, რომლის დედაქალაქიც, „საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება.
ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასის“ ქალაქებს ნანგრევებად აქცევს.

„ახლა ვხედავთ, ანგლოსაქსები ახლო აღმოსავლეთს თუ როგორ უბიძგებენ დიდი ომისკენ", - ლავროვის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.

მისი თქმით, საუბარია სხვა რეგიონებზეც, მათ შორის უკრაინაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დასავლეთის ქმედებები იწვევს ერთიდაიგივე შედეგს - სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ან შესუსტებას. მისი თქმით, ასე იყო ერაყისა და ლიბიის შემთხვევაში და კოლექტიური დასავლეთი ცდილობდა ამის გაკეთებას სირიასთან.
ამ დროის მონაცემებით, საომარი მოქმედებებისას ცაჰალის 30 ჯარისკაცია დაღუპული. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს (მართავს ჰამასი) ცნობით, ისრაელის არმიის თავდასხმებს, 7 ოქტომბრიდან დღემდე, თითქმის 10 000 კაცი ემსხვერპლა.