მსოფლიო დღეს

პისტორიუსი: Taurus ფრონტზე ვითარებას ვერ შეცვლის

Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი − Sputnik. გერმანიას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების მიწოდების საკითხზე და ეჭვი ეპარება, რომ ეს რაკეტები რადიკალურად შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კონფერენციაზე NATO Talk.
„არ მგონია, რომ რაკეტებმა თამაშის წესები შეცვალოს“, − აღნიშნა მან.
ამასთან პისტორიუსმა გაიმეორა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევისას გერმანიამ საკუთარი ინტერესები არ უნდა უგულებელყოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში.
როგორც გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისათვის გერმანია მეორეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ოდენობით. ამ მხრის ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
3 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ ელოდება გერმანიიდან შორი რადიუსის რაკეტა Taurus-ების მიღებას.
მანამდე, 5 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განმარტა, რომ გერმანია Taurus-ების უკრაინისთვის მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღებას იმიტომ აყოვნებს, რომ ცდილობს, არ დაუშვას ომის შემდგომი ესკალაცია.
როგორც გერმანული გამოცემა Bild წერდა, იმისათვის, რომ უკრაინის არმიამ „ტაურუსები“ გამოიყენოს, ბერლინმა მას რუსული სამიზნეების შესახებ გაომონაცემები უნდა გადასცეს. კანცლერი შოლცი კი შიშობს, რომ ამით გერმანია იძულებული გახდება, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ომში.