როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში – ახალი სტატისტიკა

2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ოქტომბერი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით) 0,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყების ცნობით, გასულ თვეში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 0,7% შეადგინა (2023 წლის ოქტომბერი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით).
მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა>>
ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში მიუახლოვდება მიზნობრივს.
საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ბოლო პერიოდში საფასო პოლიტიკაზე კონტროლი დააწესა. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავისა და პირველი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე მედიკამენტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს