თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 897,6 ათასზე მეტი ბიზნესსუბიექტია დარეგისტრირებული, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მასალებში.
ბიზნესის საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 551,5 ათასი ინდმეწარმეებს ეკუთვნის, დანარჩენი კი მართვის სხვადასხვა ფორმის მქონე კომპანიებს.
ქვეყანაში რეგისტრირებულ მსხვილ კომპანიებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმა დომინირებს. სულ საქართველოში 333,9 ათასი ასეთი კომპანიაა რეგისტრირებული.
ასევე ქვეყანაში არის დაახლოებით 3 ათასი სააქციო საზოგადოება, 4,3 ათასი კოოპერატივი, 1,9 ათასი უცხოური კომპანიის ფილიალი, 157 - კომანდიტური საზოგადოება და 2,9 ათასი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ მსოფლიო ლიდერებს შორისაა. ქვეყანაში ბიზნესის გახსნა შესაძლებელია ერთ დღეში მინიმალური რაოდენობის საბუთების წარდგენით, ხოლო იმისთვის, რომ ინდმეწარმე გახდეთ, ქვეყანაში მხოლოდ რეგისტრაცია და განაცხადია საჭირო. თუ თქვენ გახსნით დიდ კომპანიას, დოკუმენტების ამ ჩამონათვალის გარდა დაგჭირდებათ წესდებაც.