იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა – დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს