ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი მოციგურავე იზაბო ლევიტო გახდა, რომელმაც მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით 203,22 ქულა (71,83 + 131,39) დააგროვა. მეორე ადგილი ბელგიის წარმომადგენელმა ნინა პინზარონემ დაიკავა (198.80; 65.74+133.06), მესამეზე კი იაპონელი რიონ სუმიიოში (197.76; 61.72+136.04) გავიდა.
ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და პირველი დღის შემდეგ 66.73 ქულით მეორე იყო. მოციგურავეს შეცდომები არც თავისუფალ პროგრამაში ჰქონდა, თუმცა 120.93 ქულა დაიმსახურა, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუბანოვამ ჯამში 187,66 ქულა (66,73+120,93) მოიპოვა.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.