ევროკავშირის ზარალმა ანტირუსული სანქციების შედეგად დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა

მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი უთხრა რუსეთს ნახშირწყალბადების შესყიდვაზე.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ამ დროისთვის სანქციები და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რუსეთთან ევროკავშირს 1,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ.
მისი თქმით, ნულისკენ მიდის ასევე ურთიერთვაჭრობის მოცულობა.
გრუშკომ განაცხადა, რომ 2013 წელს ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის 417 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს, სანქციები რომ არა, შეიძლება 700 მილიარდისთვის მიეღწია.
თუმცა, საქონელბრუნვამ 2022 წელს 200 მილიარდი დოლარი აჩვენა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში – 47 მილიარდი. მიმდინარე წლის ბოლოს, მინისტრის მოადგილის აზრით, რიცხვი 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
დასავლეთის სანქციები შეიძლება გაძლიერდეს - პუტინი>>
„მომავალ წელს ის 50 მლრდ იქნება, შემდეგ უკვე ნულისკენ დაეშვება“, – განაცხადა დიპლომატმა.
გრუშკომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საერთო დანაკარგები, ყველაზე „მოკრძალებული“ დათვლებით, დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარს შეადგენს.