საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - მმართველი პარტიისა და ოპოზიციის განწყობები

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოცხადებამდე ცოტა დრო რჩება, თბილისში კი ურთიერთბრალდებები გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს განპირობებული იქნება მხოლოდ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რადგანაც მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეასრულა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გარკვეული დათქმებით.
„ვფიქრობ, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და გარკვეული დათქმებით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში დარჩება“, - განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც გააკეთა და აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.
„ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, ჩემი მოლოდინები პირველივე დღეებიდან პოზიტიური იყო. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ხელის უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მმართველი პარტია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა სამნიძემ.
„ოცნების“ პოზიცია
თავის მხრივ, მმართველ პარტიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა.
„ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რაც ჩვენსა და კომისიის წევრებს შორის კომუნიკაციითაა განპირობებული... მგონია, რომ ოპოზიციას ასევე ხვდება, რომ იქნება დადებითი შეფასება და ახლა ცდილობენ შეცვალონ თავიანთი რიტორიკა“, - განაცხადა სამხარაძემ. „საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რის საფუძველსაც გვაძლევს ბოლოდროინდელი კომუნიკაცია ჩვენსა და კომისიას შორის… მგონი, ოპოზიციაშიც ხვდებიან, რომ პოზიტიური შეფასება იქნება და ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი რიტორიკა შეცვალონ,"- განაცხადა სამხარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა – ბრეგაძე>>>
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.