თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 4 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 3 ნოემბერს კრწანისის რაიონში, ფონიჭალისა და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.