თელავი ჭაჭის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის მიზანია ჭაჭის პოპულარიზაცია, მისი წარმოების წახალისება და მხარდაჭერა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭაჭის ყოველწლიური ფესტივალი თელავში 4 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში
ფესტივალის მიზანია ჭაჭის პოპულარიზაცია, ფერმერების, მცირე მევენახეებისა და კომპანიების წახალისება და მხარდაჭერა მისი წარმოების კუთხით.
ფესტივალი 12:00 საათზე მუსიკალურ-თეატრალური მარშით გაიხსნება, შემდეგ დაგეგმილია ბაზრობა, სადაც შესაძლებელი იქნება ჭაჭის, სხვადასხვა კერძის, ასევე ხელნაკეთი ნივთების შეძენა.
ამავე დღეს, ტრადიციისამებრ, გამოვლინდებიან 2023 წლის ჭაჭის საუკეთესო მწარმოებლები, ღონისძიება კონცერტით დაიხურება.