თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის სამ კვარტალში 3.251,6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ტურიზმმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 58%-ით აღდგა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 29,2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის სამი კვარტლის შემოსავლებმა 25,1%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ვინ ხარჯავს ფულს
ყველაზე მეტი თანხა – 767,4 მლნ დოლარი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა | ხარჯები, მლნ დოლარი | ვიზიტების რაოდენობა |
რუსეთი | 767,4 | 1.149.053 |
თურქეთი | 484,5 | 1.081.419 |
ევროკავშირი | 427,7 | 328.909 |
Израиль | 258,1 | 182.651 |
უკრაინა | 147,5 | 115.815 |
ამასთან, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში შემოსავლები რუსეთის მოქალაქეებისგან წინა წელთან შედარებით გაიზარდა 36,2%-ით, თურქეთის მოქალაქეებისგან – 105,8%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისგან – 64,2%-ით.
ვიზიტები საქართველოში
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–სექტემბერში 43%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,6 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2023 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 76,9%-ით აღადგინა.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ – 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა,% |
რუსეთი | 1.149,1 | 47,3 |
თურქეთი | 1.081,4 | 99,0 |
სომხეთი | 736,1 | 41,1 |
ისრაელი | 182,6 | 17,5 |
აზერბაიჯანი | 147,2 | 31,3 |
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3.655,6 ათასი, რაც გასული წლის სამი კვარტლის მაჩვენებელზე 75,7%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 91,6%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტურისტებიდან შემოსავალმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.