თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა და 89,14 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,65%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,8% მოგებით, 85,47 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,15%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,85 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,5–33,4 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 2,22%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 8,82 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,74-9,3 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 2,06%-ით და 26,2 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 184 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,45–27,35 ფუნტის დიაპაზონში.