პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც ასტროლოგები 2023 წლის ნოემბრისთვის გვირჩევენ, ეს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. პირველ რიგში, სწორედ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ და არა საქმეებზე და, რაც მთავარია, უნდა იფიქროთ პოზიტიურად, რადგან უმეტესად სწორედ აზრები მართავს ჩვენს ჯანმრთელობას.
გაეცანით ჰოროსკოპს და გაიგეთ, რას გვირჩევენ საქმის ექსპერტები ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების წარმომადგენლებს.
ვერძი: ვერძებს არცთუ მარტივი თვე გელოდებათ ფინანსების თვალსაზრისით, მაგრამ, სამაგიეროდ, სასიყვარულო ასპარეზზე „გაინავარდებთ". ვარსკვლავები და პლანეტები შეყვარებულ ვერძებსა და მათ პარტნიორებს უნისონში ააძგერებს. უფრო კონკრეტულად, ისინი დაგეხმარებიან, გადალახოთ დაბრკოლებები, წყენები, ყველაფერი ნეგატიური. ნოემბრის დასაწყისი სახლის საფუძვლიანი დასუფთავებით დაიწყეთ, თუ ეს ოქტომბრის ბოლოს არ გაგიკეთებიათ.
კურო: გამოიყენეთ პრაქტიკაში ადრე მიღებული რჩევები. შესაძლოა, ცოტა ხნის წინ რომელიმე მეგობარმა, ახლობელმა ან უბრალო ნაცნობმა რაღაც მნიშვნელოვანი რჩევები მოგცათ. დროა, ეს რეკომენდაციები გაიხსენოთ. ნოემბერი ის თვეა, როდესაც ირგვლივ მყოფების სიბრძნე უნდა „შეისრუტოთ" და დაიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი დახმარება წაგადგებათ. სიამაყის გამო დახმარებაზე უარი არ თქვათ.
ტყუპი: პროექტები, რომლებზეც დიდ იმედს ამყარებთ, დიდი ალბათობით, ფორმას შეიძენს. ეს, პირველ რიგში, მუშაობასა და ბიზნესს ეხება. დაისახეთ მიზანი და მისკენ იარეთ, იშრომეთ და ეცადეთ, უკეთესი გახდეთ. ანალოგიური ვითარება გელოდებათ სასიყვარულო ასპარეზზე. თუ ვინმე ძალიან მოგწონთ, დაფიქრდით, იქნებ, ჯობია, მას ეს უთხრათ. სიმართლეში ცუდი არაფერი არ არის. ეს დაგზოგავთ დროს, ძალასა და ნერვებს.
კირჩხიბი: თამამად შეგიძლიათ სიყვარულიდან სამუშაოზე გადაერთოთ ან პირიქით - მუშაობიდან - სიყვარულზე. თუ რამემ დაგღალათ, მისგან უნდა დაისვენოთ. ინტუიცია თქვენი იდეალური მეგზური გახდება, რომელიც დაგეხმარებათ ჭეშმარიტების პოვნაში და იმაში, რომ ბედნიერება იპოვოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ინტუიციის მიენდოთ, მაგრა, ამავე დროს, ჯანსაღი აზრი არ უნდა დაგავიწყდეთ. თვის ბოლო შესანიშნავი დროა ცოდნის მისაღებად.
ლომი: მოუსმინეთ საკუთარ გულს. ის სამყაროს ძალებთან ერთ ტალღაზე აწყობაში დაგეხმარებათ. რთულ სიტუაციებში ეს მეთოდი საკმაოდ ხშირად და ეფექტურად იმუშავებს. უფრო გულისხმიერი უნდა იყოთ ახლობლებთან ურთიერთობებში. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ნოემბერში დახმარებისთვის ჩვეულებრივზე ხშირად მოგმართავენ. გახსოვდეთ, რომ უარის თქმა არ ღირს.
ქალწული: როდესაც წინ რამე სირთულეს ხედავთ, ქალწულებმა ხშირად იცით მიზნებსა და ოცნებებზე უარის თქმა, მაგრამ ნოემბერში ეს აკრძალულია. თუ მოგეჩვენათ, რომ მიზანი მიუღწეველია, უბრალოდ, მოქმედების გეგმა შეცვალეთ და არა თვითონ მიზანი. უნდა სცადოთ სხვადასხვა მეთოდი, მიდგომა. დაწყებულის მიტოვება და თქმა „არ შემიძლია" - ცუდი ვარიანტია. იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის.
სასწორი: ადამიანებთან ურთიერთობებში მეტად ყურადღებიანი იყავით. ეს ეხება იმ სიტუაციებს, როდესაც ირგვლივ მყოფები თქვენზე ზრუნავენ, სიყვარულსა და სიკეთეს იჩენენ. საჭიროა, რომ თქვენც ამითვე უპასუხოთ მათ. მხოლოდ აღება არ გამოვა - უკანაც უნდა დააბრუნოთ. იყავით უფრო კეთილი, ისწავლეთ საჩუქრების გაკეთება, დახმარება უანგაროდ, მაგრამ ისე, რომ საკუთარი თავი არ დააზარალოთ.
მორიელი: თუ რაღაც დანაზოგი გაქვთ, მაშინ დაზოგეთ თქვენი დრო და ძალები, არ იმუშაოთ ბევრი, არ გადაიღალოთ. თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ჯობს ის მაქსიმალურად ბრძნულად გაანაწილოთ, რომ განრიგში მოხვდეს როგორც სახლის საქმეები, ისე სამუშაო და სიყვარული. ნოემბერი იდეალური დროა იმისთვის, რომ წონასწორობა მოიპოვოთ და გააცნობიეროთ, რა გააკეთოთ მომავალში და ზოგადად, ცხოვრებაში.
მშვილდოსანი: ახალი მიზნები უნდა დაისახოთ და მთლიანობაში, მომავალზე იფიქროთ. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ვინც მთებს დგამს, ჯერ პატარა ქვებით იწყებს. ეს იმის მინიშნებაა, რომ კარგი იქნება, თუ არ იჩქარებთ. დაიწყეთ მარტივი საქმიდან, განსაკუთრებით, თუ ეს საქმე თქვენთვის აბსოლუტურად ახალია. ურთიერთობებში ჯობია, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
თხის რქა: შეწყვიტეთ გულცივობის ნიღბის ტარება. თუ ვინმე ახლობელს დიდი პრობლემები აქვს, ნუ მიიღებთ ისეთ სახეს, თითქოს ეს თქვენ არ გეხებათ. ზრუნვა, სიკეთე და ყურადღება ძვირად ფასობს. კეთილი საქმეები აუმჯობესებს კარმას, ზოგად მდგომარეობას, ამაღლებს განწყობას და ამტკიცებს რეპუტაციას.
მერწყული: მერწყულებმა ყურადღება ამურულ სფეროზე გადაიტანეთ. სიყვარულის სამყაროში მოგზაურობა ბედნიერებასთან მიგიყვანთ. თუ არ გინდათ, დრო ამ სფეროს დაუთმოთ, მაში მთელი თავით მუშაობაში გადაშვებაც შეიძლება, მაგრამ მთავარია, რასაც გააკეთებთ, მოგწონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება „გადაიწვათ". პირველი და მთავარი ამოცანაა ცხოვრებისგან სიამოვნება და კმაყოფილება მიიღოთ.
თევზები: თქვენი ყველაზე სასარგებლო თვისება ნოემბერში მოთმენის უნარი იქნება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება აჩქარება, ასევე ერთიდან მეორე საქმეზე ხშირ-ხშირად გადართვა. საყურადღებოა ასევე გარეგნული მხარეც - საჭიროა ისწრაფვოდეთ პრაქტიკულობისა და უბრალოებისკენ. ასეთი გარეგნული სახე მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება თქვენთვის ამ თვეში. არაა საჭირო ზედმეტი ყურადღების მიქცევა. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.