მცხეთასთან ახლოს ელინისტური ხანის სამარხები აღმოაჩინეს

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა მცხეთიდან 17 კილომეტრში მდებარე სოფელ ნიჩბისში ელინისტური პერიოდის 72 სამარხი აღმოაჩინეს, იუწყება „პირველი არხი“.
აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია „ევროპის უნივერსიტეტის“ ისტორიულ-არქელოგიურ მუზეუმში.

„აღმოჩენილია იშვიათი ნივთები, მათ შორის არის რკინის იარაღები, სამკაულები და უნიკალური კერამიკული ნაკეთობები“, – განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ნონეშვილმა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა სოფელ ნიჩბისში სრულფასოვანი კვლევითი საქმიანობა 2018 წლიდან აღადგინეს.
ნიჩბისისხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით.