მსოფლიო დღეს

პისტორიუსი: ევროპაში შესაძლოა ომის საფრთხე გაჩნდეს

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-„ჰამასის“ ომიდან და ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გერმანიის საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გერმანული საზოგადოება „უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ ევროპაში შესაძლოა ომის საფრთხე გაჩნდეს“.

„გერმანიას უნდა შეეძლოს თავდაცვა. ეს ეხება ბუნდესვერსაც და საზოგადოებასაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის“, − აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კიდევ მეტად გამწვავება არ დაუშვას.
მინისტრმა უარყო ბრალდება იმის თაობაზე, რომ ფედერალური მთავრობა აყოვნებს თავდაცვის ფონდიდან 100 მილიარდი ევროს გამოყენებას. მისი თქმით, ამის უფრო სწრაფად გაკეთება შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ფონდი გერმანიაში 2022 წელს შეიქმნა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტზე პასუხად.