თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვში 1 ნოემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების II მედიაფორუმი „მედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“ გაიმართება, რომელიც დსთ-ში მასმედიის საქმიანობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და პერსპექტივების ანალიზს მიეძღვნება.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, რუსეთის ციფრული განვითარებისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მხარდაჭერით.
„ეს მედიაფორუმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დსთ-ის ქვეყნების მედიაინდუსტრიის წარმომადგენლების ერთიანობა, ახალი გამოწვევების მიუხედავად, მხოლოდ ძლიერდება“, − განაცხადა RT-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
მისი თქმით, თუ შარშანდელ ფორუმს 200-მდე მონაწილე ესწრებოდა, ახლა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია უკვე აკრედიტებული.
პლენარული სესიის თემაა „საერთაშორისო ჟურნალისტიკის მომავალი“, პანელური სესიები ეძღვნება მედიასფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, Telegram-არხების მართვის ეფექტურ სტრატეგიებს, თანამეგობრობაში რუსულენოვანი მედიის განვითარებასა და სპეციალიზებული ფაკულტეტების სტუდენტების გადამზადების სპეციფიკას ციფრულ ეპოქაში.
მონაწილეებისა და მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია შესაძლებელია ღონისძიების ვებ-გვერდზე.