30 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 30 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
Sputnik
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე.
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.
30 ოქტომბერს დაბადებულები
30 ოქტომბერს ძალზე კომუნიკაბელური, გულგახსნილი ადამიანები იბადებიან, უყვართ ურთიერთობები. კომუნიკაციის უნარებს ბავშვობიდანვე იძენენ და შემდეგ წლების განმავლობაში ხვეწენ. ამ დღეს დაბადებულები უჩვეულო ენამჭევრი ადამიანები არიან - აქვთ გამოკვეთილი ორატორული ნიჭი.
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>
30 ოქტომბერს დაბადებულებს უყვართ ცოცხალი დისკუსიები და არა მონოლოგები. მათთვის საუკეთესო დროის გატარებაა იდეების, აზრების გაზიარება. თითოეული დისკუსიიდან ის მაქსიმალურად იღებს დადებითს. შემდგომში იდეები მუშავდება, იხვეწება და ინერგება ცხოვრებაში.
30 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არ არიან. არიან ძალზე ცნობისმოყვარე, აინტერესებთ გარშემომყოფების აზრები, შეხედულებები. სხვა მორიელებთან აკავშირებთ საკუთარი დებულებების მკაცრი დაცვა. არიან პრინციპული, მაგრამ ლოიალურია სხვისი პრინციპების მიმართ.
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
ამ დღეს დაბადებულებს აქვთ განსაკუთრებული ინტუიცია. ეს მათ ეხმარება მეგობრების, ცხოვრების მეგზურის შერჩევაში. ასევე გამოირჩევიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით.
30 ოქტომბერს დაბადებულების საქმიანობის პრაქტიკულად იდეალური სახეობაა მენეჯმენტი. მათ შეუძლიათ ადამიანებისა და პროექტების მართვა, ამისთვის ყველა აუცილებელი თვისება გააჩნიათ.
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი: როგორი არშიყობა იციან თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა>>
ასევე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის კვლევითი საქმიანობა. როდესაც ისინი რამე აღმოჩენას აკეთებენ, ამ დროს იმკვიდრებენ თავს, აქვთ აღიარება და ხდებიან ცნობილი ადამიანები. ასევე დიდი პროფესიული გამოცდილების შეძენის გამო შეუძლიათ ოჯახისა და სამშობლოს დატოვება და სხვაგან წასვლა სამუშაოდ.
ჯანმრთელობა
30 ოქტომბერს დაბადებულებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ სჩვევიათ, ამის გამო მხედველობიდან ეპარებათ მარტივი დაავადებები, რომლებიც შემდგომ, შესაძლოა, სერიოზულ სენად ჩამოყალიბდეს. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მათ დაეხმარება სწორი რეჟიმის დაცვა, სწორი კვება და ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა.
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
რჩევა:
საქმის ერთგულება შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ოჯახურ ფასეულობებს. დაინტერესდით გვერდით მდგომის საქმეებით. ცხოვრებაში ხომ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ასევე მნიშვნელოვანია პიროვნებებს შორის ურთიერთობები და ემოციური კავშირები.