ხელვაჩაურში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში ე.წ. მახოს ხიდთან 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, ხიდიდან ხევში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ექვსი დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
წყარო - აჭარის ტელევიზია.