თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში, 3,7 მილიონი მოსახლეობით, 1,7 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, ასეთია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1.715.556 ავტომობილი მოძრაობს, აქედან 1.055.624 მსუბუქი ავტომობილია. ამასთან ყველა მანქანების 81% ეკუთვნის ფიზიკურ პირებს, დანარჩენი კომპანიების საკუთრებაშია.
მანქანების მთლიანი რაოდენობიდან ელექტრომობილები და ჰიბრიდული მანქანები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ძირითადი ნაწილი ბენზინზე მუშაობს.
აგრეთვე, საქართველოში მოძრავი მანქანების მხოლოდ მესამედი იყო წარმოებული 10 წელზე ნაკლები ხნის წინ.
ყველაზე მეტი მანქანა თბილისშია. შემდეგ მოდის იმერეთი და ქვემო ქართლი.