თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1–ლი იანვრიდან დაადგენს ზონებსა და გზის მონაკვეთებს, სადაც 1–ლი დეკემბრიდან 1–ლი მარტის ჩათვლით აუცილებელი იქნება ზამთრის საბურავების გამოყენება, ნათქვამია შესწორებების პროექტში „საგზო მოძრაობის შესახებ“.
ამასთან, წესების თანახმად, ზამთრის საბურავების გამოყენება შეიძლება შეიცვალოს ამინდის პირობების მიხედვით.
ასევე განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების დროს პოლიციას უფლება აქვს დააწესოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენება სულ ცოტა ორ წამყვან საბურავზე.
ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვების ყველა პარამეტრი და მათი შესაბამისობის წესები საქართველოს შსს–ს სპეციალური ბრძნებით დადგინდება.
გარდა ამისა, შესწორებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმის დაწესებას ზამთრის საბურავების გამოყენების წესების დარღვევისთვის. მძღოლი ასევე დაკარგავს მართვის მოწმობაზე დარიცხული 100–დან 5 ქულას.
ამ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს მძღოლს აუკრძალოს გადაადგილება ზონაში ან გზაზე, სადაც აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება.
ამას გარდა, პოლიციას უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ ავტოსადგომზე და ამის გადახდა თავად მძღოლს მოუწევს.