თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ – 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს რუსეთის 1,1 მლნ მოქალაქე ეწვია, რაც 2022 წლის ცხრა თვის მონაცემზე 47,3%-ით მეტია და 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთლიანობაში საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,6 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 23,1%-ით ნაკლები.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 3,6 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით 35,2%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 91,6%-ით აღდგა.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით 2023 წლის იანვარ-სექტემბერში
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 1.149,1 | 47,3 |
თურქეთი | 1.081,4 | 99,0 |
სომხეთი | 736,1 | 41,1 |
ისრაელი | 182,6 | 17,5 |
აზერბაიჯანი | 147,2 | 31,3 |
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 30,5% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 921,9 ათასმა ვიზიტორმა ისარგებლა.