თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის, აბაშიძის, კეცხოველის და ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ).
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, წინანდლის, ივერიელის, თელავის, კობარეთის, ხახანაშვილის, აწყურის და უბილავას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, წინანდლის, ახმეტის და ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი მესხიშვილის, სანაპიროს და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძის, კალანდაძის, იოსებიძის, ალექსიძის, ბერბუკის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.