მსოფლიო დღეს

ისრაელი-ჰამასის ომის გამო Google-მა რუკის ზოგი ფუნქცია გათიშა

Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკული კორპორაცია Google-ის საძიებო სისტემა დროებით აჩერებს Google Maps-ისა და Waze-ის პირდაპირი ტრაფიკის განახლებებს ისრაელ-ჰამასის ომის გამო, ნათქვამია Google-ის განცხადებაში.

„როგორც ადრე გავაკეთეთ ეს კონფლიქტურ სიტუაციებში და რეგიონში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ახლაც, ადგილობრივი თემების უსაფრთხოების თვალსაზრისით, დროებით გავთიშეთ გზებზე რეალურ დროში არსებული სიტუაციის დანახვისა და მისი დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობა“, — ამბობენ კორპორაციაში.

ამასთან, Google-ის ცნობით, მომხმარებლები კვლავაც მიიღებენ ინფორმაციას მარშრუტისა და ადგილზე მისვლის სავარაუდო დროის შესახებ.
როგორც აქვე აღინიშნება, ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების თავმოყრის ადგილების, ან ჯარების გადაადგილების აღმოჩენა შეუძლებელი იყოს, რომლებიც შესაძლოა ტერორისტების სამიზნე გახდნენ.
მანამდე Google ანალოგიურად მოიქცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებისას.