გენერალურმა ინსპექციამ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებულ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.