შერმადინმა ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატში ისტორიული რეკორდი დაამყარა

ქართველი ლეგიონერის კლუბი მადრიდელებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა ანგარიშით 76:82.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრმა, გიორგი შერმადინმა Liga ACB-ის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა და 733-ე ორქულიანი ჩააგდო.
რეკორდი მადრიდის „რეალთან" მეექვსე ტურის მატჩში დაფიქსირდა.
ტენერიფეს საშინაო მატჩი, შერმადინის რეკორდის მიუხედავად, წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველი ლეგიონერის კლუბი მადრიდელებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა ანგარიშით 76:82. შერმადინის თამაშის სტატისტიკა ასეთია: 14 წუთი, ოთხი ქულა, ერთი მოხსნა.
გიორგი შერმადინი ესპანეთში ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარეს - ემოციური ვიდეო >>
„ტენერიფე“ ჩემპიონატში ექვსი თამაშის შემდეგ 4 ქულით მე-13 ადგილზეა.
„ტენერიფეს“ მომდევნო მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგაში ისინი თურქულ „დარუშაფაქთან“ ითამაშებენ.
მაისის ბოლოს გიორგი შერმადინი გახდა MVP (MVP Movistar) - ესპანეთის ჩემპიონატის 2022/23 სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე. შერმადინი საუკეთესოდ აღიარეს გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და მოთამაშეებმა. ჯამში მან 88,6 ქულა დააგროვა.