საქართველო „3+3“ პლატფორმის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს: საგარეო საქმეთა სამინისტრო

„3+3“ ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქართული მხარე პლატფორმის „3+3“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„3+3“ ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. თურქეთის გარდა, მასში მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
"3+3", ზურაბიშვილი და დასავლური ზეწოლა: ლავროვმა საქართველოზე მწვავე კითხვებს უპასუხა >>
საქართველოს ოფიციალური პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას რუსული ფაქტორის გამო არ მიიღებს.
რუსეთი, თავის მხრივ, აღნიშნულ მექანიზმს განიხილავს როგორც ძალიან მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხები რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით განიხილება.