თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის მიზანი, რომელიც ყოველწლიურად ცხადდება, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.
„პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 30.000 ლარია.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად მისამართზე: granti@justice.gov.ge.
განაცხადების მიღება დღეს, 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 1 დეკემბერია.