თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშა ოთხმა ადამიანმა ჩამოხსნა და დააზიანა.
შსს-ს მონაცემებით, საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის შესაბამისად: „საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა“.
აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1.000 ლარით.