მსოფლიო დღეს

ჩაერევა თუ არა თურქეთი ისრაელი-„ჰამასის“ ომში: თურქულმა მხარემ კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელებული ცნობები, თითქოს თურქეთი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაში სამხედრო ჩარევისთვის ემზადება, სიმართლეს არ შეესაბამება, განუცხადა სააგენტო რია ნოვოსტის წყარომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

„ეს აბსოლუტური პროვოკაციაა. მისი მიზანი იმ საშუამავლო მცდელობებისთვის ჩრდილის მიყენებაა, რომლებსაც ანკარა ესკალაციის დაწყების დღიდან ავლენს“, — განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი „ყოველდღე ატარებენ უწყვეტ სატელეფონო დიპლომატიას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“.
მანამდე თურქული ოპოზიციური მედიითა და X-ის პლატფორმის აკაუნტებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში სამხედრო ჩარევისთვის ემზადება. თურქეთის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი აქამდე არ გაუკეთებიათ.