ივანიშვილის მშობლიურ სოფელში ადგილობრივები სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელ ჭორვილის მოსახლეობას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ნაცმოძრაობის" მომხრეები სოფელში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ჩავიდნენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი თბილისიდან ჭორვილაში ავტომობილებით ჩავიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და სოლიდარობა გამოეცხადებინათ მსჯავრდებული სააკაშვილისთვის.
დასახლების შესასვლელთან პარტიის წევრებისა და მომხრეების ავტოკოლინა ადგილობრივებმა შეაჩერეს და მათ გზა გადაუკეტეს. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, მათთვის მიუღებელია სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.
„წადით იქ, საიდანაც მოხვედით, უკან დაბრუნდით, გაეთრიეთ აქედან", – ისმოდა ადგილობრივების შეძახილები.
სამართალდამცველებმა სიტუაციის განეიტრალება შეძლეს. ისინი „ნაცმოძრაობის" აქტივისტებსა და სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.