თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული მონაცემებით, „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ღაზის სექტორში მძევლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ვვარაუდობდით, განაცხადა ცაჰალის სპიკერმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა რაოდენობა ამ დროისათვის 203 კაცია, თუმცა ეს რიცხვიც შესაძლოა საბოლოო არ იყოს, ვინაიდან ცაჰალი გამუდმებით იღებს ახალ ცნობებს 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ „ჰამასთან“ შეტაკებებში, დღევანდელი მონაცემებით, 306 ისრაელელი სამხედროა დაღუპული.
როგორც ჰაგარიმ განაცხადა, ზოგ ოჯახს, რომელთა წევრების ტყვედ ყოფნაშიც დარწმუნებულია ცაჰალი, უკვე ეცნობათ, რომ მათი ახლობლები „ჰამასის“ მძევლები არიან.
გარდა ამისა, შეტყობინებები მიიღეს იმ ოჯახებმაც, რომელთა წევრებიც, ცაჰალის ინფორმაციით, დატყვევებულები არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები გამუდმებით ასკანირებენ ღაზის სექტორთან სასაზღვრო ზონას უგზო-უკვლოდ დაკარგული ისრაელელების ცხედრების მოსაძებნად. ამ დროისათვის ნაპოვნი ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი.
წყარო: Times of Israel