თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, მრავალჯერ ნასამართლევი პირია.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა ტრაპიზონის ორთაჰისარის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის ქალის ცხედარი მიტოვებულ შენობაში იპოვეს. ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი მიტოვებული შენობაში გადამალეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მრავალჯერ ნასამართლევი პირია.