მსოფლიო დღეს

ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა": სი ძინპინი რუსეთთან თანამშრმლობისთვის მზადაა

ინიციატივა „ერთი სარტყელი − ერთი გზის“ მესამე მაღალი დონის ფორუმი პეკინში 17-18 ოქტომბერს გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება მზადაა ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზის" და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაერთიანებისთვის ითანამშრომლოს რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა მონაწილეებთან, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, იუწყება РИА Новости.
„ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან, რათა დააკავშიროს ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ასევე უფრო მაღალ დონეზე განახორციელოს და გააღრმავოს რეგიონალური თანამშრომლობა“, - სი ძინპინის სიტყვებს ციტირებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
ინიციატივა „ერთი სარტყელი − ერთი გზის“ მესამე მაღალი დონის ფორუმი პეკინში 17-18 ოქტომბერს გაიმართა.
„ერთი სარტყელი - ერთი გზა" - საერთაშორისო ინიციატივა ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტი ქვეყნის დამაკავშირებელი ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს.