თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, ახვლედიანის, იგოთის, კაჭარავას, ლოლაძის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლება IV მიკრორაიონის II კვარტლის, ჯავახეთის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის, ხევსურეთის და წმინდა მელქისედეკ პირველის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, უზნაძის და კახიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ავთო ვარაზის, გაბუნიების, ქანთარიას, პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, წყალსადენის და ფეიქრების ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, ბაქრაძის, გურგულიას, ყაზბეგის, ჯანაშიას, ბარნოვის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.