თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–სექტემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა და 3.239 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 1.315,7 | 15,9 |
იტალია | 383,5 | 20,9 |
აშშ | 318,3 | 36,0 |
საბერძნეთი | 168,8 | 1,9 |
გერმანია | 168,5 | 44,6 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.315,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 40,6%-ია.
სექტემბერში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის სექტემბერში 26,7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 283,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 59,5 | -65,8 |
იტალია | 43,3 | 19,3 |
აშშ | 41,3 | 43,8 |
გერმანია | 21,1 | 32,8 |
საბერძნეთი | 20,5 | 11,0 |
სექტემბერში რუსეთიდან 59,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65,8%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 9,5%-ით ნაკლებია.
2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში 259,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.