მსოფლიო დღეს

აიათოლა ჰამენეი: გაბრაზებულ მუსლიმებს ვეღარავინ შეაჩერებს

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თუ ღაზაში ისრაელის სამხედრო დანაშაულები გაგრძელდება, მუსლიმების შეკავებას ვეღარავინ შეძლებს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ირანის უმაღლესი სასწავლებლების ელიტასთან შეხვედრაზე.
ამასთან აიათოლამ ისრაელის მოქმედებები გენოციდად შეაფასა და განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, „რამდენი ათასი პალესტინელი დახოცა ისრაელის უზურპატორულმა რეჟიმმა ღაზაში“.
„ეს უზურპატორული რეჟიმი ასჯერ მეტ მშვიდობიან ქალს, ბავშვს, მოხუცსა და ახალგაზრდას კლავს ღაზაში, რომლებიც სამხედრო დანიშნულების შენობებში არ ცხოვრობენ. <...> ისინი ხალხმრავალ ადგილებს არჩევენ და ურტყამენ მათ. რამდენი ათასი ადამიანი დაიხოცა ღაზაში ამ რამდენიმე დღეში?! ეს დანაშაული მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. [ისრაელი] უნდა გასამართლდეს“, — აღნიშნა ჰამენეიმ.
ამასთან ირანის სულიერ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ საკითხში პასუხისმგებლობა აშშ-საც ეკისრება, ვინაიდან „ბევრი მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ სიონისტური რეჟიმის პოლიტიკას ამ დღეებში ამერიკელები არეგულირებდნენ“.

„აფეთქებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მუსლიმური ქვეყნები აღშფოთებული არიან. ისინი ძალიან გაბრაზებული არიან. ამაზე მეტყველებს მუსლიმი და არამუსლიმი ადამიანები გამოსვლები არა მხოლოდ ისლამურ ქვეყნებში, არამედ ლოს-ანჯელესში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ევროპის ქვეყნებში. <...> ხალხი გაბრაზებულია. თუ [ისრაელის] ეს დანაშაულები გაგრძელდება, მუსლიმები მოთმინებას დაკარგავენ, წინააღდეგობის ძალებს მოთმინების ძაფი გაუწყდებათ და მათ ვეღარავინ შეაჩერებს. მე ვიცი ეს, და ეს ფაქტია: როცა ისინი მოთმინებას კარგავენ, მათ ვეღარავინ აჩერებს“, — განაცხადა აიათოლამ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 — იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.
რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.
წყარო: Tasmin