გორში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა

დანაშაული ათიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 67 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 39 წლის შვილს სასიკვდილო დაზიანება ნაჯახით მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ათიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს