დსთ–ის სახელმწიფოების ლიდერთა საბჭომ რამდენიმე განცხადება მიიღო

მათ შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსული ენის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, ნათქვამია კრემლის ვებ–გვერდზე.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. დსთ–ის მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ბიშკეკში გამართული ლიდერთა საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით ოთხი განცხადება მიიღეს, ნათქვამია კრემლის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
განცხადებებს შორისაა: მრავალპოლარულ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, სახელმწიფო მმართველობაში ციფროვიზაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ადამიანისა და მოქალაქის უფლების დაცვის შესახებ აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ და რუსული ენის, როგორც ერებს შორის ურთიერთობების ენის მხარდაჭერის შესახებ.
დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა დსთ–ის სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტს მრავალმხრივ ამოცანებს, რომელთა შორისაა ხარისხიანი განათლება რუსულ ენაზე.
„იგეგმება ქვეყნების საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობების განვითარება. ორგანიზაციის საქმიანობით, ვიმედოვნებთ, გაძლიერდება რუსული ენის სფეროში საგანმანათლებლო პროცესის, სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური თემების მატერიალურ–ტექნიკური ბაზა“, – განაცხადა მან.
დსთ-ის ქვეყნებმა რუსული ენის საერთაშორისო ორგანიზაცია დააფუძნეს>>
ასევე მოეწერა ხელი შეთანხმებას კრიმინალური გზებით და ტერორიზმის დაფინანსებით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის რისკების შეფასების საერთაშორისო ცენტრის დაფუძნების შესახებ, და სასამართლო–საექსპერტო საქმიანობის სფეროში დსთ–ის ქვეყნების საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები.